Search
ან
წიწიბურა

წიწიბურა ერთწლოვანი მცენარეა. მისი სამშობლო შუა და აღმოსავლეთ აზიაა.

წიწიბურა გამოირჩევა არაერთი სასარგებლო თვისებით. მის შემადგენლობაში შედის  ცილები, სახამებელი, შაქარი, ცხიმი, უჯრედისს, ლიმონისა და ვაშლის მჟავები, მინერალური მარილები და მიკროელემენტები, B1, B2, PP და P ვიტამინები.

წიწიბურა არის აბსოლუტურად არაალერგიული პროდუქტი. უახლესმა კვლევებმა აჩვენეს, რომ იგი სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაც - ამცირებს შაქრის რაოდენობას სისხლში. გარდა ამისა, წიწიბურა აღადგენს ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებს, აუმჯობესებს გულის მუშაობას, ებრძვის ქოლესტერინსა და კუჭნაწლავის დაავადებებს, სასარგებლოა ნერვული სისტემის დასამშვიდებლად.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წიწიბურის გარსისგან ამზადებენ განსაკუთრებულ, უძილობის საწინააღმდეგო ბალიშებს. 

თეგები

ექსპერტის რჩევები