Search
ან
კაკაო

შოკოლადი ჯერ კიდევ აცტეკების ეპოქაში გაჩნდა, თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე. ადგილობრივები ამუშავებდნენ მცენარის ნაყოფს და იღებდნენ ფხვნილს, რომლისგანაც ამზადებდნენ უგემრიელეს სასმელს.

ესპანელი დამპყრობლები მოხიბლა უცხო სასმელმა, ამიტომ, მათ გადაწყვიტეს ევროპისთვის გაეზიარებინათ აღმოჩენა. დროთა განმავლობაში ფრანგები და შვეიცარიელები საკმაოდ გაიწაფნენ შოკოლადის კეთების ტექნიკაში.

კაკაო საკმაოდ სასარგებლო მცენარეა. იგი შეიცავს ყავაზე გაცილებით ნაკლებ კოფეინს და მაინც გამოირჩევა მატონიზირებელი თვისებებით. აღსანიშნავია, რომ კაკაოს ფხვნილი საკმაოდ კალორიულია და 100 გრ. შეიცავს დაახლოებით 290 კალორიას.  კაკაო მდიდარია მცენარეული ცილითა და ცხიმით. შეიცავს ნახშირწყლებს, საკვებ ბოჭკოს, ორგანულ მჟავებს, შაქარს, სახამებელს, A, E, PP და B ჯგუფის ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს, მინერალებიდან - კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, კალიუმს, ფოსფორს, ქლორს, გოგირდს, რკინას, თუთიას, სპილენძს, მანგანუმს და ფთორს.

კაკაო სასარგებლოა ტონუსის ასამაღლებლად. იგი ხელს უწყობს ტვინის სრულყოფილ მუშაობას, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას. აგრეთვე, სასარგებლოა ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ გულის უკმარისობა. 

თეგები

ექსპერტის რჩევები