მსუბუქი, გემრიელი და მარტივი კერძი - ღუმელში გამომცხვარი წიწიბურა და ქამა სოკო.
ინგრედიენტები:
1 ჭიქა წიწიბურა
500 გრ. ქამა სოკო
1 პატარა თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
200 გრ. არაჟანი
100 გრ. სულგუნი
2 ს.კ. კარაქი
მომზადების წესი:
მოხარშეთ წიწიბურა. დაჭერით სოკო და ხახვი. მოთუშეთ დაჭყლეტილ ნიორთან ერთად. წაუსვით გამოსაცხობ ჭურჭელს კარაქი. აურიეთ ერთმანეთში მოთუშული სოკო, წიწიბურა, არაჟანი, მარილი და პილპილი. გადაიტანეთ ჭურჭელში და გამოაცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში. გამოღებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოაყარეთ გახეხილი სულგუნი.