Search
ან
მდოგვის საკმაზი

მდოგვი, განსაკუთრებული გემოს დამსახურებით, არაერთი ადამიანის საყვარელი საკმაზია. იგი განსაკუთრებით უხდება გრილზე შემწვარ ხორცპროდუქტებს. მდოგვის ბაზაზე დამზადებული საკმაზიც ასევე, იდეალურია ამ სახის კერძებთან. გთავაზობთ მარტივ და გემრიელ რეცეპტს!

ინგრედიენტები:

250 გრ. მაიონეზი

1 ჭიქა თეთრი ღვინო

50 გრ. მდოგვი

10 გრ. ტარხუნა

1 ლიმონის წვენი

მარილი და შაქარი გემოვნებით.

მომზადების წესი:

დაკეპეთ ტარხუნა. მოათავსეთ ბლენდერში ყველა ინგრედიენტი და ათქვიფეთ. 

რეკომენდირებულია გამოიყენოთ არაუმეტეს 5 დღის განმავლობაში. 

ექსპერტის რჩევები