რა თქმა უნდა, ყველასთვის ცნობილი და საყვარელია ატრია, ტრადიციულად, მოხარშული, სხვადასხვა სახის საკმაზითა და დანამატით. ამჯერად, გვსურს შემოგთავაზოთ უგემრიელესი გამომცხვარი ისპანახისა და ატრიის რეცეპტი.
ინგრედიენტები:
ისპანახი - 800 გრ.
ატრია - 250 გრ.
კვერცხი - 3 ცალი
სულგუნი - 200 გრ.
კარაქი - 2 ს.კ.
მომზადების წესი:
მოხარშეთ ატრია. გარეცხეთ ისპანახი. გამოსაცხობ ჭურჭელს წაუსვით კარაქი. მოათავსეთ ისპანახი და ატრია. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. შუაში დადეთ კარაქის დარჩენილი ნაჭერი. მოაყარეთ გახეხილი სულგუნი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში.