ქართული საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია საცივის გარეშე. თითოეულ მზარეულს საკუთარი საიდუმლო აქვს, თუ როგორ მოამზადოს ეს ტრადიციული კერძი. გიორგი იოსავამ გადაწვყვიტა წარმოგვიდგინოს უნივერსალური საცივის სუნელი, რომელიც უზრუნველყოფს უგემრიელეს საახალწლო სუფრას!
ინგრედიენტები:
ხმელი ქინძი - 1 ს.კ.
უცხო სუნელი - 1 ს.კ.
ყვითელი ყვავილი - 1 ჩ.კ.
დარიჩინი და მიხაკი - დანის წვერზე
წითელი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესი:
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
1.5 ლიტრ წყალზე გამოიყენეთ 2 სუფრის კოვზი სუნელი.
გემრიელად მიირთვით!