ფენოვანი ცომი არაერთი კერძის საბაზისო კომპონენტია.
შეგიძლიათ უპრობლემოდ გამოაცხოთ ვაშლის შტრუდელი, კრუასანები, დანიური ფუნთუშები ან ლობიანი და ხაჭაპური.
გთავაზობთ ფენოვანი ცომის რეცეპტს.
ინგრედიენტები:
500 გრ. მარგარინი
250 მლ. წყალი
1 მწიკვი მარილი
1 კვერცხის ცილა
3 ს.კ. ლიმონის წვენი
1 კგ. ფქვილი
მომზადების წესი:
დაამატეთ წყალს ფქვილი, მარილი, ლიმონის წვენი და კვერცხის ცილა. მოზილეთ ცომი და დაასვენეთ 15-20 წუთი.
გააბრტყელეთ ცომი და წაუსვით დარბილებული მარგარინი. მოკეცეთ ცომის კუთხეები და გააბრტყელეთ ოთხკუთხედის ფორმაზე. კიდევ ერთხელ წაუსვით მარგარინი და მიეცით ცომს კონვერტის ფორმა. გააბრტყელეთ და გაიმეორეთ იგივე პროცედურა მინიმუმ ორჯერ.
შეინახეთ ცომი მაცივარში, დაახლოებით 3-4 საათი.