Search
ან
ტკბილ-მჟავე სოუსი

ჩინური სამზარეულო არაერთ ჩვენგანს უყვარს, უგემრიელესი ტკბილ-მწარე სოუსის მომზადება კი სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. 

ასეთი საწებელი აუცილებლად გაახალისებს თქვენს სუფრას. მიირთვით ღორის ხორცთან ან კრევეტებთან ერთად. 

ინგრედიენტები: 

3 ს.კ. შაქარი 

4 ს.კ. ძმარი

2 ს.კ. სოიოს სოუსი

2 ს.კ. ტომატის პიურე

6 ს.კ. ფორთოხლის წვენი 

2 ჩ.კ. სიმინდის ფქვილი 

მომზადების წესი: 

შეურიეთ ერთმანეთს 2 ჩ.კ. სიმინდის ფქვილი და 4 ს.კ. წყალი. მოათავსეთ პატარა ქვაბში დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად. 

პერიოდულად მოურიეთ, სანამ არ შედედდება. 

თეგები

ექსპერტის რჩევები