ლიმონის კრემი ინგლისელების ერთ-ერთი საყვარელი დესერტია. მას იყენებენ როგორც მურაბას, აგრეთვე, აცხობენ სხვადასხვა ტკბილეულს ამ კრემის შიგთავსით. ლიმონის კრემი შეიძლება პუდინგადაც ჩაითვალოს. იგი მზადდება თითქმის ისევე, როგორც მოხარშული კრემი. არის ძალიან მსუბუქი და გემრიელი.
ინგრედიენტები:
4 კვერცხი
4 ლიმონი
200 გრ. შაქარი
40 გრ. კარაქი
მომზადების წესი:
გადაურიეთ ერთმანეთში ორი ლიმონის ცედრა და შაქარი. გაწურეთ ოთხივე ლიმონი. ათქვიფეთ კვერცხი. შეურიეთ შაქარს ლიმონის წვენი და ათქვეფილი კვერცხი. დააყოვნეთ დაახლოებით ნახევარი საათი. შემდგომ გადაწურეთ, გადაასხით ქვაბში, დაამატეთ კარაქი და დაადგით დაბალ ცეცხლზე. გაუჩურებლად ურიეთ მანამ, სანამ მასა არ შესქელდება.
გადაასხით სასურველ ჭურჭელში, გააგრილეთ და შეინახეთ მაცივარში.