ხახვის წვნიანი ფრანგული სამზარეულოს სიამაყეა. უნიკალური გემო და რბილი ტექსტურა არაერთ გურმანს აღაფრთოვანებს, მის დასაგემოვნებლად კი სულაც არ არის საჭირო საფრანგეთის ბილეთი. გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ რეცეპტი.
ინგრედიენტები:
1 კგ. ხახვი
60 გრ. კარაქი
1 ლ. ქათმის ან საქონლის ნახარში
5 ტოტი ბეგქონდარა
1 ბაგეტი
200 გრ. პარმეზანი
მომზადების წესი:
დაჭერით ხახვი რკალებად.
გაალღვეთ ტაფაზე კარაქი, დაამატეთ ხახვი, დააფარეთ თავსახური და მოთუშეთ. იშვიათად მოურიეთ, უნდა მიიღოთ კარამელიზირებული ხახვი.
შემდგომ, დაამატეთ 250 მლ. ნახარში, მოხსენით თავსახური და დაელოდეთ სანამ სითხე აორთქლდება. ამის შემდგომ, გაიმეორეთ იგივე პროცედურა.
როდესაც სითხე მეორეჯერ აორთქლდება, დაამატეთ დარჩენილი ნახარში და ბეგქონდარას ფოთლები.
მიეცით წვნიანს საშუალება ცოტა შედედდეს.
გახუხეთ ბაგეტი, მოაყარეთ პარმეზანი და გემრიელად მიირთვით.