გემრიელი პიცის გასაკეთებლად საჭიროა არა მხოლოდ კარგი ცომი, არამედ კარგი სოუსიც. ვფიქრობ, ჩვენი რეცეპტი დაგეხმარებათ დააგემოვნოთ უგემრიელესი პიცა ან პასტა.
ინგრედიენტები:
2 ჭიქა დაკონსერვებული პომიდორი
2 ცოცხალი პომიდორი
2 ჩ.კ. პომიდვრის პასტა
1 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
2 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი, შაქარი, წითელი წიწაკა, ორეგანო და ბაზილიკი - გემოვნებით
მომზადების წესი:
დაჭერით ხახვი. გათალეთ და დაჭერით პომიდორი (ცოცხალიც და დაკონსერვებულიც).
მოთუშეთ ხახვი და ნიორი. დაამატეთ დაკონსერვებული პომიდორი, პომიდვრის პასტა, ორეგანო, ბაზილიკი და შაქარი.
როდესაც მასა შესქელდება, დაამატეთ ცოცხალი პომიდორი, მარილი და წითელი წიწაკა.
გემრიელად მიირთვით!