დღეს ექსპერიმენტების დღე გვაქვს - სულგუნის სოუსის გაკეთება გადავწყვიტეთ! თუ გიყვართ პასტა და გიყვართ ყველი - ეს რეცეპტი თქვენთვის არის!
ინგრედიენტები:
200 მლ. ნაღები
100 გრ. სვანური სულგუნი
1 კბილი ნიორი
200 გრ. კრემ ყველი
10 მლ. ზეითუნის ზეთი
ხმელი ბაზილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
მოათავსეთ ტაფაში ზეთი, კრემ ყველი, ნიორი და ნაღები.
გახეხეთ სულგუნი და ეტაპობრივად დაამატეთ. გაითვალისწინეთ, არც ერთ ეტაპზე არ შეწყვიტოთ მასის მორევა, წინააღმდეგ შემთხვევაში სოუსი არაერთგვაროვანი გამოვა.
დაამატეთ პილპილი და ხმელი ბაზილიკი.
მიირთვით ცხელი, წინასწარ მოხარშულ პასტასთან ერთად.