Search
ან
ჩერი პომიდვრის მწნილი

ჩერი პომიდვრის მწნილი მშვენიერი მარაგია ზამთრისთვის. შეგიძლიათ მოამზადოთ სალათები, პიცა, პასტა ან კანაპე. დააყოლოთ სხვადასხვა კერძს ან მიირთვათ ცალკე. 

ინგრედიენტები:

500 გრ. ჩერი პომიდორი

250 მლ. ზეითუნის ზეთი

200 მლ. თეთრი ღვინის ან ვაშლის ძმარი

30 გრ. რეჰანი

4 კბილი ნიორი

1 სუფრის კოვზი შავი პილპილის მარცვლები 

1 სუფრის კოვზი მარილი

მომზადების წესი: 

გარეცხეთ პომიდორი და რეჰანი. 

მოამზადეთ ქილები - გაუკეთეთ სტერილიზაცია. 

დაჭერით ნიორი. ფენებად ჩაალაგეთ ქილებში პომიდორი, რეჰანი და ნიორი. მოაყარეთ მარილი თითოეულ ფენას. 

დაასხით ძმარი. 

გააცხელეთ ზეითუნის ზეთი პილპილთან ერთად (არ აადუღოთ) და ჩაასხით ქილებში. 

გააგრილეთ მწნილი, დახუფეთ და შეინახეთ მაცივარში. 

მიირთვით დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. 

 

ექსპერტის რჩევები