Search
ან
სუფრასთან მოქცევის წესები - ეტიკეტი

სხვადასხვა ქვეყანაში სუფრასთან მოქცევის განსხვავებული წესებია. მიუხედავად ამისა, არსებობს უნივერსალური ეტიკეტი, რომელიც დაგეხმარებათ სწორად მოიქცეთ ნებისმიერი ფორმალური წვეულების დროს.

აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში მეთექვსმეტე საუკუნემდე ხელით ჭამა იყო მიღებული. დანა-ჩანგლის გამოყენებას ევროპაში მოდის შეცვლასაც უკავშირებენ - მაღალი საყელოებითა და გრძელი მკლავებით თითქმის წარმოუდგენელი გახდა ხელით ჭამა.

გთავაზობთ სუფრასთან ქცევის რამდენიმე მნიშვნელოვან წესს:

  1. ეტიკეტის ერთ-ერთი მთავარი წესია - თეფშის მარცხნივ არსებული ჩანგლები განკუთვნილია მხოლოდ მარცხენა ხელისთვის, მარჯვნივ არსებული დანები - მარჯვენა ხელისთვის. დესერტისთვის განკუთვნილი ჩანგალი, დანა და კოვზი თეფშის ზედა მხარეს დევს - დანას და კოვზს მარჯვენა ხელში იჭერენ, ჩანგალს - მარცხენა.
  2. დაუშვებელია ტრაპეზის დაწყებამდე დანა-ჩანგლის საკუთარი ნებით გადაწყობა.
  3. თეფშის მარჯვნივ, ყველაზე მოშორებით არსებული კოვზი წვნიანისთვის არის განკუთვნილი. კოვზიდან მარცხნივ არსებული პირველი ჩანგალი - აპეტაიზერისთვის, შუა ჩანგალი - თევზისთვის, ხოლო თეფშთან ყველაზე ახლოს მდებარე ჩანგალი - მთავარი კერძისათვის. დანებიც შესაბამისად.
  4. არავითარ შემთხვევაში არ გადმოიღოთ საერთო ლანგრიდან კერძი თქვენი პირადი ჩაგლით.
  5. როდესაც დანა გიჭირავთ ხელში, საჩვენებელი თითი აუცილებლად მის ტარზე უნდა გედოთ.
  6. კერძის წინასწარ დაჭრა ლუკმებად არ არის რეკომენდირებული. უმჯობესია ჯერ ერთი ლუკმა ჩამოჭრათ და სანამ ჭამთ, წინასწარ მოიმზადოთ შემდგომი.
  7. წვნიანის კოვზის მთლიანად ავსება ცუდ ტონად ითვლება. აგრეთვე, მიუღებელია კოვზე სულის შებერვა.
  8. წვნიანის თეფშის გადახრა მიღებულია მხოლოდ თქვენგან საპირისმირო მხარეს.  წვნიანის კოვზით ამოღებაც ანალოგიურად, მხოლოდ თქვენგან საპირისპირო მიმართულებით ხდება.
  9. მიუღებელია პურის მთლიანი ნაჭრის ჩაკბეჩა ან დანით დაჭრა.
  10. არ დაეყრდნოთ მაგიდას იდაყვებით.
  11. მიუღებელია კბილის ჩხირების გამოყენება სუფრასთან ჯდომისას.
  12. თუ დაასრულეთ ჭამა, დაალაგეთ დანა და ჩანგალი თეფშზე  ერთმანეთის პარალელურად, ტარი კი ოდნავ მარჯვნივ გადავუხარეთ. 

თეგები

ექსპერტის რჩევები