Search
ან
კვერცხი ბენედიქტი

კვერცხი ბენედიქტი ამერიკელების საყვარელი საუზმეა (ზოგჯერ ბრანჩიც). მისი შექმნის რამდენიმე ისტორია არსებობს.

ერთ-ერთის თანახმად, იგი სასტუმრო Waldorf Astoria-ში შეიქმნა, 1894 წელს, როდესაც ვოლ სტრიტის ბროკერი, ლემუელ ბენედიქტი, ცდილობდა თავი დააღწიოს ნაბახუსევს და საკუთარი გემოვნებით გააკეთებინა შეფს კერძი.

მაშ ასე, დროა ჩვენც ვისწავლოთ უგემრიელესი კვერცხი ბენედიქტის მომზადება!

არ დაგავიწყდეთ, ჰოლანდიური სოუსი ამ კერძის საბაზისო კომპონენტია, ნუ დაიზარებთ მის მომზადებას.

ინგრედიენტები:

3 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი

4 კვერცხი

2 ინგლისური მაფინი (ან ტოსტი)

4 ნაჭერი ლორი, ბეკონი ან შებოლილი ორაგული

ჰოლანდიური სოუსი:

125 გრ. უმარილო კარაქი

2 კვერცხის გული

½  ჩ.კ. თეთრი ღვინის ძმარი

1 ლიმონის წვენი

შავი პილპილი

მომზადების წესი:

აადუღეთ წყალი და ჩაასხით 3 ს.კ. ძმარი და ერთი მწიკვი მარილი. ფრთხილად ჩაახალეთ კვერცხი და გააჩერეთ 2-3 წუთი (შეგიძლიათ ჯერ პატარა ზომის ჭურჭელში ჩაახალოთ და შემდეგ ფრთხილად ჩაუშვათ წყალში). ამოიღეთ კვერცხი დიდი ნახვრეტებიანი კოვზით.

პარალელურად შეწვით კარაქში მაფინები (ან პური) დაასხით ჰოლანდიური სოუსი, დაადეთ ლორი (ან სხვა სასურველი ინგრედიენტი) და კვერცხი.

ჰოლანდიური სოუსის მომზადების წესი: გაალღვეთ კარაქი. დაიწყეთ კვერცხის გულების, ძმრის, ლიმონის წვენის და პილპილის თქვეფა და ნელ-ნელა დაამატეთ კარაქი. სოუსი უნდა გამოვიდეს ღია ფერის. 

თეგები

ექსპერტის რჩევები