Search
Or
ბაზილიკი

ბაზილიკს საქართველოში რეჰანს ან შაშკვლავს ეძახიან, თუმცა ჩვენში გავრცელებული ეს მცენარე მხოლოდ ერთ-ერთი სახეობაა 69-დან. გვსურს მოგიყვეთ ამ სურნელოვანი მწვანილის შესახებ.

ბაზილიკის სამშობლოდ სამხრეთ აზია ითვლება, ევროპაში კი მხოლოდ XVI საუკუნეში გამოჩნდა. სახელი ლათინური აქვს, ძველი ბერძნული ფუძით, მისი ზუსტი ეტიმოლოგია კი ცნობილი არ არის.

ბაზილიკი შეუცვლელი ინგრედიენტია არა მხოლოდ პროფესიონალთა, არამედ მოყვარულთა სამზარეულოშიც. მის გარეშე წარმოუდგენელია ნამდვილი იტალიური პიცა, სხვადასხვა სოუსები და ყველასათვის საყვარელი სალათი - კაპრეზე. ცოცხალი ბაზილის 100 გრამი  შეიცავს 3.15 გრ. ცილებს, 0.6 გრ. ცხიმებს, 2.7 გრ. ნახშირწყლებს,  92 გრ. წყალს და 23 კალორიას. 100 გრამი ხმელი ბაზილიკი 251 კალორიას შეიცავს, რასაც ნახშირწყლების დიდი ოდენობა განაპირობებს. გარდა ამისა, იგი მდიდარია  A, C, B2 და  PP ჯგუფის ვიტამინებით.

ბაზილიკი იტალიური სამზარეულოს განუყოფელი კომპონენტია, თუმცა, მას მედიცინაშიც იყენებენ.  მცენარეს არაჩვეულებრივი ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს. ებრძვის არა მხოლოდ გაციებას, არამედ ასთმასა და კარიესს. ასევე რეკომენდირებულია როგორც დამამშვიდებელი.

მიუხედავად ამისა, ბაზილიკი შეიცავს ვერცხლის წყალს, ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდირებული როგორც ორსულებისთვის, ისე  დიაბეტითა და ეპილეფსიით დაავადებულთათვის.

გარდა კერძებისა, ბაზილიკს იყენებენ სხვადასხვა ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელის დასამზადებლად. ბაზილიკისა და თაფლის ჩაი იდეალურად ებრძვის გაციებას.