ხახვის რგოლები ძალიან მარტივად მზადდება და იდეალურად უხდება ლუდს ან ბურგერს (ან ორივეს).
ინგრედიენტები:
5 თავი ხახვი
3 კვერცხი
100 გრ. ფქვილი
0,5 მლ. ზეთი (უმჯობესია რაფინირებული, არასურნელოვანი)
მარილი და პილპილი - გემოვნებით
დაჭერით ხახვი სქელ რგოლებად და გააცალკევეთ ფენები. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ ფქვილი, წყალი, ერთი ჩაის კოვზი ზეთი, მარილი და პილპილი - გემოვნებით. უნდა მიიღოთ თხელი არაჟნის კონსისტენციის მასა. ამოავლეთ ხახვი ცომში და შეწვით მდუღარე ზეთში.
შეუხამეთ ხახვის რგოლებს მაწვნისა და ნივრის სოუსი.