Search
ან
ხახვის მწნილი

ხახვის მწნილი ერთ-ერთი ყველაზე ყველაზე პოპულარული და ადვილად მოსამზადებელი აპეტაიზერია. იგი უხდება ცხიმიან კერძებს, ლობიოს, სალათებს, ლუდს. დამეთანმებით - ბევრად უფრო ადვილია მზა მწნილის ყიდვა, თუმცა, სამწუხაროდ, მაღაზიები საკმაოდ მცირე არჩევანს გვთავაზობენ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ უგემრიელესი ხახვის მწნილის რეცეპტი.

ინგრედიენტები:

2 კგ. პატარა ხახვის თავები

1.5 ჭიქა მარილი

8 ჭიქა თეთრი ღვინის ძმარი

10 ცალი შავი პილპილის მარცვალი

4 დაფნის ფოთოლი

 

გაუფრცქვნელი ხახვი მოათავსეთ ჯამში, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5 წუთი. ამოიღეთ, გაფრცქვენით, მოათავსეთ ცივ, მარილიან წყალში და გააჩერეთ მთელი ღამე.

გაამშრალეთ ხახვის თავები და მოათავსეთ სტერილიზებულ ქილებში პილპილთან და დაფნის ფოთოლთან ერთად. აადუღეთ ძმარი ემალის ჭურჭელში, დაასხით ხახვს და დახუფეთ ქილები. ხახვის დამწნილებას დაახლოებით 1 თვე სჭირდება. უმჯობესია, შეინახოთ ბნელ ადგილას. 

თეგები

ექსპერტის რჩევები