Search
Or
სიმინდი

სიმინდი მექსიკელებმა მოაშენეს, ევროპაში კი კოლუმბის დამსახურებით გავრცელდა. პროდუქტი გაჯერებულია არაერთი სასარგებლო თვისებით. მის შემადგენლობაში შედის: კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი, ნიკელი, სპილენძი, კალიუმი და ა.შ. სიმინდი მდიდარია B, A, E და PP ჯგუფის ვიტამინებით. იგი შეიცავს მენდელეევის ცხრილის 26 ელემენტს. 100 გრამი სიმინდის ენერგეტიკული ღირებულება 120 კალორიაა.

სიმინდს ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის განდევნის საოცარი უნარი აქვს. გარდა ამისა, იგი სასარგებლოა დიაბეტის დროს - არეგულირებს სისხლში შაქრის რაოდენობას. სიმინდის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები ხელს უწყობენ ჯანმრთელი თმისა და ფრჩხილების ზრდას. სიმინდი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას. მისი მიღება სასარგებლოა ათეროსკლეროზის დროსაც.

სიმინდის ფქილი ქართული სამზარეულოს განუყრელი ნაწილია. სიმინდის ზეთი არაერთ სასარგებლო თვისებას შეიცავს. საქართველოში გავრცელებულია მოხარშული და ნაკვერჩხალზე შემწვარი სიმინდიც. დაკონსერვებული მარცვლები კი იდეალურია სალათებისთვის.