Search
ან
ყიყლიყო

ყიყლიყო ნამდვილი ქართული საუზმის განუყრელი ნაწილია. შეიძლება ითქვას, ქართული ფრანგული ტოსტიაო. დღესდღეობით, ყიყლიყო ყველით, ამ უგემრიელესი კერძის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვარიაციაა. გვსურს, შემოგთავაზოთ რამდენიმე არანაკლებ გემრიელი ალტერნატივა.

პირველ რიგში, გავიხსენოთ როგორ კეთდება ყიყლიყო. ნამდვილად გემრიელი და ფაფუკი ყიყლიყოს მოსამზადებლად დაგვჭირდება თეთრი პური, ერთი ჭიქა რძე, 2 კვერცხი, კარაქი (ერბო ან ზეთი) და მარილი. ამოვავლოთ პური ათქვეფილ ინგრედიენტებში და შევწვათ (ან გამოვაცხოთ ღუმელში).

მაშ ასე, შეუხამეთ ყიყლიყო:

  1. ნეკერჩხლის სიროფს და ბეკონს.
  2. შაქრის ფხვნილს და ჟოლოს.
  3. ფეტას (ან ნებისმიერ სხვა მარილიან ყველს) და მურაბას.
  4. არაჟანს და ლორს.
  5. არაჟანს და ნებისმიერ ხილს.
  6. კრემ ყველს და ბოსტნეულს.

არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს, ასეთი მარტივი კერძების გახალისებაც შესაძლებელია - მთავარია მიენდოთ საკუთარ ინტუიციასა და გემოვნებას. 

თეგები

ექსპერტის რჩევები