პომიდვრის საწებელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული სოუსია. რა თქმა უნდა, მისი შეძენა მაღაზიაშიც არის შესაძლებელი, თუმცა, გვსურს გაგიზიაროთ მარტივი და გემრიელი რეცეპტი.
1 კგ. პომიდორი
200 გრ. ხახვი
3 კბილი ნიორი
250 გრ. ქინძი
1 სუფრის კოვზი ძმარი
უცხო სუნელი, დაღერღილი წითელი წიწაკა და ხმელი ქინძი - გემოვნებით.
გათალეთ პომიდორი, წვრილად დაჭერით ხახვი და დააბლენდერეთ ორივე ინგრედიენტი. დაუმატეთ დანაყული ქინძი, ნიორი და სანელებლები გემოვნებით.
მსგავსი საწებელი იდეალურად უხდება ხორციან კერძებს, შემწვარ ბოსტნეულსა და ქათამს. გირჩევთ შეინახოთ მაცივარში, ჰერმეტულად დახუფულ ჭურჭელში და სანამ ზაფხულია, რაც შეიძლება ხშირად მიირთვათ ცოცხალი და ჯანსაღი პროდუქტები!