Search
Or
ქოქოსის კრემი

ქოქოსის ფაფუკი კრემი იდეალურია სხვადასხვა სახის დესერტისათვის და ძალიან მარტივად კეთდება.

ინგრედიენტები:

600 გრ. შაქარი

250 გრ. კარაქი

3 ჩაის კოვზი ქოქოსის ფანტელები

2 სუფრის კოვზი რძე

1 მწიკვი მარილი

მომზადების წესი: მოათავსეთ ჯამში შაქარი, ქოქოსი და მარილი. დაუმატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი, ოთახის ტემპერატურის კარაქი და დაიწყეთ ათქვეფა - თავდაპირველად დაბალ სიჩქარეზე, შემდეგ კი უფრო სწრაფად. დაუმატეთ რძე და თქვიფეთ მანამ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გალღვება.

ასეთი კრემი უხდება ტორტს, ეკლერს, შუს, „ქაფქეიქს“... არის არომატული, ჰაეროვანი, ფაფუკი და რაც მთავარია - ძალიან გემრიელი. 

Expret Advices