Search
ან
მექსიკური სამზარეულო

მექსიკური სამზარეულო აცტეკებისა და ესპანელების კულინარიული ტრადიციების ნაზავს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს იგი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი გახდა.

მექსიკური სამზარეულოს ავთენტურობას რამდენიმე ძირითადი პროდუქტი განსაზღვრავს - სიმინდი, ლობიო, პომიდორი, წიწაკა ჩილი, ქინძი, ხალაპენიო, სერანო. გარდა ამისა, მექსიკური სამზარეულოს ნაწილია ყველასთვის საყვარელი სალსას და გუაკამოლეს სოუსები, სიმინდის ტორტილია, ბურიტო, ფახიტასი და სხვა. აღსანიშნავია, რომ მექსიკური სამზარეულო გამოირჩევა საკმაოდ ცხარე კერძების ასორტიმენტით, რაც განპირობებულია ქვეყნის კლიმატით და ცხოვრების წესით.

დღესდღეობით, არაერთმა სამზარეულომ მოახერხა მექსიკური კერძების ადაპტაცია. მნიშვნელოვანია, რომ ისეთი საბაზისო კომპონენტებს როგორც, თუნდაც, სალსას ან გუაკამოლეს სოუსები, ტორტილია ან ტაკოები, ხშირად ვხვდებით სხვადასხვა არატრადიციული ვარიაციის დროს.

რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ ტეკილას სამშობლო მექსიკაა, თუმცა, ისეთი საყოველთაოდ გავრცელებული სასმელი როგორიც კაკაოა (ან ცხელი შოკოლადი), ასევე ამ უნიკალური ქვეყნის კულტურის ნაწილია.  

თეგები

ექსპერტის რჩევები