Search
Or
ავოკადოს კარაქი

ალბათ,  ხშირად გიფიქრიათ გემიელი და დაბალკალორიული საუზმის შესახებ - ავოკადოს კარაქი კი არ გაგხსენებიათ... დიახ, დიახ, ავოკადოსგან უგემრიელესი კარაქი კეთდება, თანაც ძალიან მარტივად!

კარაქიანი პური საშუალოდ 100 კალორიას შეიცავს, მარგარინიანი - 130-ს. ავოკადოს კარაქი არის სასარგებლო, მსუყე და გემრიელი პროდუქრი, რომელიც სულ რაღაც 70 კალორიას შეიცავს. 

ინგრედიენტები:

2 ავოკადო

3 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი

50 გრ. დაჭრილი ხახვი

1 კბილი ნიორი

50 მლ. ლიმონის ან ლაიმის წვენი

მომზადების წესები:

გარჩეული ავოკადო, ზეითუნის ზეთი, ხახვი, ნიორი და ლიმონის/ლაიმის წვენი მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მიირთვით გახუხულ პურთან ერთად. 

Expret Advices