Search
ან
ხილის ტორტი

           შესაძლოა ვიკამათოთ იმის თაობაზე, როგორი უნდა იყოს დაბადების დღის ტორტი - შოკოლადის თუ ხილის, ვანილის თუ კარამელის, ნიგვზის თუ ნიგვზის გარეშე, სახლში მომზადებული თუ საკონდიტროში შეძენილი, მაგრამ, ზაფხულის ცხელ დღეებში არაფერი შეედრება ხილისგან მომზადებულ, ცივ და ფაფუკ ტორტს. 

            პირველ რიგში, მოიმარაგეთ ხილი, რაც შეიძლება ბევრი: მარწყვი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, ატამი, გარგარი, მოცხარი, თუ გნებავთ, შავიც - არჩევანი თქვენზეა.

            იმისთვის, რომ ხილის ტორტი განსაკუთრებით მსუბუქი იყოს, ჩვენ გირჩევთ ნაღების კრემს, რომელიც სახლის პირობებშიც მარტივი მოსამზადებელია. ნაღების კრემს, სხვა მსუბუქ და ღვთაებრივ თვისებებთან ერთად, გააჩნია უნარი არაჩვეულებრივად შეუხამოს გემო ნებისმიერ ხილს. სახლში მომზადებული ჰაეროვანი ბისკვიტი კი არაჩვეულებრივად შეითავსებს ნაღების კრემისა და სხვადასხვა ხილის ვარიაციების ბაზის როლს.

            ბისკვიტის მომზადება მარტივია, ათქვიფეთ 5 კვერცხის ცილა, როცა მასა ერთგვაროვანი და თეთრი გახდება, დაუმატეთ იმდენივე კოვზი შაქარი, რამდენიც კვერცხია, შემდეგ ნელ-ნელა ჩაამატეთ კვერცხის გულები, იმდენივე კოვზი ფქვილი, რამდენიც შაქარი და გამოაცხვეთ საშუალო ცეცხლზე. როდესაც ბისკვიტი მზად იქნება, სურვილისამებრ, გაჭერით შუაზე, დანამეთ და დაფარეთ ხილით, შემდეგ გადაუსვით ნაღების კრემი. შეგიძლიათ, ბისკვიტი შუაზე გაჭრის ნაცვლად პატარა ნაწილებად დაანაწევროთ. ლამაზად გაფორმებული ტორტი მოათავსეთ მაცივარში და კარგად გაციებული მიირთვით.

თეგები

ექსპერტის რჩევები