Search
ან
სააღდგომო სუფრა

ქართული სააღდგომო სუფრის ყველაზე დიდი მშვენება ის სადღესასწაულო სუნია, რომელიც თან სდევს  ყოველ მის კუნჭულს. აღდგომა მართლმადიდებლურ სამყაროში ყველაზე დიდი დღესასწაულია, აღდგომის მარხვა კი ყველაზე მძიმე მარხვა.

 სუფრის მთავარი კომპონენტი, რა თქმა უნდა, პასკა და წითლად შეღებილი კვერცხებია. ამ კონკრეტული დუეტის ორივე წევრი გვაძლევს შემოქმედებითად ფიქრის საშუალებას. პასკა შეგვიძლია თეთრი ან შავი შოკოლადის მინანქრით შევამკოთ. გარშემო კი მაქმანის უსაზღვრო პეწი შემოვაქსოვოთ.

ხშირია ხაჭოს პასკის მომზადებაც. ამისთვის ხილი, ხაჭო და სამდღიანი მოთმინება იქნება საჭირო. ხაჭოს პასკა სააღდგომო სუფრის ნამდვილი დღესასწაულია, რადგან მას სუფრაზე თოვლის ხასიათის სიქათქათე და ბევრი გახარებული თვალი შემოაქვს. 

ხაჭოსებრი თუ არახაჭოსებრი პასქა სააღდგომო სუფრაზე წითელი კვერცხებითაა დამშვენებული. მათი ანსამბლი კი ჯეჯილით, რომელიც წინასწარშერჩეულ ლამაზ ჭურჭელში ბუდობს და ელოდება თავის ვარსკვლავურ მომენტს. წითელი კვერცხების შემკობა უკვე დიდი ხნის წინ დამკვდრდა მრავალი ოჯახის ტრადიციად. 

სააღდგმომო სუფრის ხშირი სტუმარია შებრაწული ქათამი და ისეთი ეროვნული ნუგბარი, როგორიცაა ჩურჩხელა. ასეთი სუფრა, როგორც წესი, გამოირჩევა წითელი ფერის სიჭარბით, თეთრი ხაჭოს პასკა კი იდეალურად გაანეიტრალებს ამ ფერთა გამას. 

თეგები

ექსპერტის რჩევები