Search
ან
ღვინო სახლში და გარეთ

ალკოჰოლი და კულინარია არასდროს ემიჯნებოდნენ ერთმაენთს. ღვინო, ძმარი, არაკი თუ ვისკი ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იყო წარმოდგენილი სხვადასხვა რეცეპტში.

ძმრის გამოყენება ყველაზე ძველი პრაქტიკაა. ის ძველი ბერძნების სამზარეულოსა ამშვენებდა და "ოქსიუსი" სახელით იყო ცნობილი. 

ფრანგული, იტალიური და პორტუგალიური სამზარეულო ყველაზე ხშირად იყენებს ღვინოს, როგორც ინგრედიენტს.

ღვინო განსაკუთრებით უხდება ხორცეულსა და თევზეულს. ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი, ჩაქაფული, ასევე ღვინით კეთდება. მას ასევე იყენებენ სხვადასხვა სოუსის ბაზად და ხორცის დასამუჟუჟებლად.

ღვინო კერძის სტუქტურაში აღწევს - სპირტი ორთქლდება, ღვინის არომატი კი რჩება.  

არსებობს მოსაზრება, რომ ღვინის ხარისხი კერძის გემოს განაპირობებს. მართლაც, თუ გვსურს ნამდვილად დახვეწილი კერძის მომზადება, ან ხარისხიანი ღვინო უნდა გამოვიყენოთ, ან უბრალოდ ისეთი რეცეპტი შევარჩიოთ, რომელიც არ საჭიროებს ალკოჰოლის დამატებას. 

საკმაოდ გავრცელებულია ღვინისა და სანელებლების მარინადში მომზადებული ხორცი, რომელსაც ნაზი და არომატული სტრუქტურა აქვს. 

დესერტების მოსამზადებლად, უმეტესად, ნახევრად ტკბილ ღვინოს იყენებენ. 

თეგები

ექსპერტის რჩევები