Search
ან
სვანური სამზარეულოს პეწი

იგავმიუწვდომელი სტუმართმოყვარეობის სავანეში მრავალი რეცეპტი ინახება, როგორც ეროვნული საგანძური. სვანურ სამზარეულოს ახასიათებს ცხიმიანი, ნოყიერი კერძები. 

სვანური სამზარეულოს ყველაზე ავთენტური კერძი - კუბდარია. მისი საიდუმლო კი სანელებლების სწორ პროპორციაშია. 

ჭვიშტარი იმერულ კერძად არის მიჩნეული, თუმცა, სინამდვილეში მას სვანური ფესვები აქვს. მოზელილი სიმინდის ფქვილისა და გახეხილ ყველს ცხიმში აცხობენ და მიირთმევენ.  

ლეცვმარი ყველის მოყვარულთა საყვარელი კერძია. დაფშვნილ ყველს ათავსებენ წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე და ადნობენ. შემდეგ, უმატებენ პურის ფქვილს. ცეცხლზე ერბოს მოდგმამდე აჩერებენ , ხოლო შემდეგ მიირთმევენ ცხლად. წარსულში, ლეცვმარის დამზადება ოჯახის შეძლებულობაზე მეტყველებდა. 

ლუკნე სვანური ხაჭაპურია და ორიგინალისგან მხოლოდ იმით გასხვავდება, რომ ყველს ცომში ჩადებამდე სიმინდის ფქვილს უმატებენ. 

ნებრი მარცვლეულისგან დამზადებული პროდუქტია. მოხარშულ ქერს, ხორბალსა და სიმინდს აშრობდნენ და ფქვავდნენ. მოზელდნენ, შეურევდნენ  ყველს და მიირთმევდნენ გამოცხობის გარეშე. 

 

თეგები

ექსპერტის რჩევები