სიმინდის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. ინდიელები მას ღვთის წყალობადაც კი მოიხსენიებდნენ.
გავიდა წლები და კაცობრიობამ აღმოაჩინა ამ პროდუქტის წარმოუდგენელი შესაძლებლობები - დაამზადა მისგან სახამებელი, სპირტი, გლუკოზა, ხელოვნური ქსოვილი, ქაღალდი. მიუხედავად ამისა, ყველაზე მნიშვნელოვან გამოგონებად, მაინც სიმინდის ზეთს მივიჩნევთ. იგი მცენარის ღივისგან მიიღება. იყიდება მხოლოდ რაფირინებული.
პროდუქტი ახალგაზრდობის საიდუმლოს ინახავს. სიმინდის ზეთს ორგანიზმზე გამაახალგაზრდავებელი და გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. პროდუქტი აჯანსაღებს კანს, თმას და ღიმილს.
სიმინდის ზეთი ყველაზე სასარგებლო ზეთად არის აღიარებული. ის მდიდარია პროვიტამინებით. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დღეში 2 სადილის კოვზის მიღება სრულიად საკმარისია.
რაფინირებულ სიმინდის ზეთს ნეიტრალური გემო აქვს. მას იყენებენ სხვადასხვა ხორცპროდუქტების წვის დროს, ბოსტნეულის შესაკმაზად და სხვადასხვა სოუსის საბაზისო ელემენტად. სიმინდის ზეთი არ იწვის და არ ქაფდება, ამიტომ მას ხშირად იყენებენ ბავშვთა საკვების დამზადებისას.