Search
Or
საინტერესო ფაქტები ლუდზე

გიყვართ ლუდი? საინტერესოა დღეში რამდენ კათხას მიირთმევთ. ღიპიც გექნებათ. მერე რა, რომ მამაკაცი არ ხართ. ლუდის ღიპი ყველა „ლუდომანს“ აქვს.  ფაქტი სახეზეა, მაგრამ მეცნიერები, რატომღაც,  საპირისპიროს ამტკიცებენ. ამბობენ, რომ ადამიანები ჩვენი არაჯანსაღი ცხოვრების წესის ლუდზე გადაბრალებას ვცდილობთ. შესაძლოა არც ცდებიან.

ბევრი საინტერესოს ამბობენ ლუდზე.  ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ორგანიზმს რადიაქტიური გამოსხივებისგან იცავსო. ახალ ზელანდიელებს თუ დავუჯერებთ, 2 კათხა მეხსიერებას აუმჯობესებს.
იაპონიაში ლუდს გრიპის სამკურნალოდ სვამენ. ნივთიერება ჰომულუნი, რომელსაც სვია შეიცავს გაციების სიმპტომებს აქრობს.

ბევრნაირი ლუდი არსებობს. მათ შორის, გამაახალგაზრდავებელიც.  ასაკის საწინააღდეგო სასმელი გემრმანიაში ჩამოასხეს.  მას უცნაური შემადგენლობა აქვს. ტრადიციულ ინგრედიენტებთან ერთად, მასში მინერალური წყალი და სპეციალური ექსტრაქტია, რომელსაც მასტიმულირებელი ეფექტი აქვს.   


საფრანგეთში ლუდის ხარშვის სტანდარტებს გასცდნენ და ოქრონარევი ლუდი ჩამოასხეს.  ოქრო 24 კარატიანია. 1 ბოთლის ფასი 50 ევრომდე აღწევს. მწარმოებლების თქმით, ოქროს შემადგენლობის  ლუდი სტრესს ხსნის.

იცოდით, რომ თქვენს გარდა ლუდი ცხოველებსაც უყვარდათ?  2007 წელს, პირველად ჩამოასხეს სპეციალურად ძაღლებისთვის შექმნილი ლუდი.  ცხოველის ბეწვისთვის სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად, ის, გლუკოზასაც შეიცავს. ცუგების სასმელი აკოჰოლს არ შეიცავს. ის, ცხოველების ბულიონითაა ჩანაცვლებული. ამ სახეობის ლუდს აშშ, ჰოლანდია და ბელგია აწარმოებს.