Search
ან
რესტო გიდი - ბონკაფე

თბილისში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც დილის 8 საათიდან ახალი პური და თბილი კრუასანი დაგხვდება. ომლეტს ინებებ, სენდვიჩს, გრანოლას, ჩიას პუდინგს და ხილის სალათს, უგემრიელეს ყავას თუ ახლადგაწურულ წვენს, ბონკაფეში ყველაფერია სრულყოფილი საუზმისთვის. ლანჩის დროს კი დახლები მრავალფეროვანი კერძებით და სალათებით ივსება, რთულია არჩევანის გაკეთება, მერწმუნეთ. ნათიას, ჩვენს მასპინძელს, უკვე აქვს კვების ობიექტის მართვის გამოცდილება, თუმცა ამბობს, რომ ბონკაფე სრულიად ახალი გამოწვევაა მისთვის.
  
“მაღალი ხარისხის, გემრიელი, ჯანსაღი და კომფორტული საკვების მომხმარებლისთვის მიწოდების იდეა, გამუდმებით თან გვდევდა, თუმცა, პანდემიის გამო შექმნილმა ვითარებამ, უფრო მარტივად მიგვაღებინა გადაწყვეტილება. Ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად უფრო აქტუალური გახდა “სახლთან ახლოს” კონცეფციის საკვები დაწესებულება, ყოველდღიური მოხმარების პურ-ფუნთუშეულით, კომფორტული და ჯანსაღი საკვებითა თუ სასმელებით დაკომპლექტებული. ლოკაციაც საგანგებოდ შეირჩა - რამდენიმე ასეული ადამიანით დასახლებული უბანი.

კაფე წარმოადგენს სწრაფი მომსახურების (ე.წ. “quick service restaurant”) Fast-casual კონცეფციის კვების ობიექტს. Საკვებად მზა სენდვიჩების, სალათებისა და ცხელი კერძების მაღაზიას. Მათ შორის ძირითადი აქცენტი კეთდება ბუნებრივ საფუარზე მომზადებულ არტიზანულ პურებზე. ასორტიმენტშია დილის საუზმეები, ფუნთუშეული, დესერტები, ცხელი და ცივი სასმელების ნაირსახეობა.

სამზარეულო შერეული ტიპისაა, მსოფლიო სამზარეულოს ელემენტებით შედგენილი, მოსახერხებელი და მომხმარებლისთვის კარგად ნაცნობი კერძებით დაკომპლექტებული.  
სამომავლოდ ვგეგმავთ ქსელის გაფართოებას და ახალ ლოკაციებზე იგივე ფორმატის კაფეების გახსნა”. - ნათია დანელია, დამფუძნებელი