Search
Or
ბოსტნეულის ჩიფსი

სახლში ჯანსაღად წახემსება არც ისე რთულია, დღეს მოგიყვები როგორ მოამზადო ბოსტნეულის ჩიფსები.
აიღე ყაბაყი, ტკბილი კარტოფილი (ან ჩვეულებრივი კარტოფილი) და სტაფილო.შეეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი სანელებელი, რომელიც გიყვარს ან სახლში მოგეპოვება - მარილი, პილპილი, ბაზილიკი, ორეგანო, პაპრიკა, ნივრის ფხვნილი...
გაახურე ღუმელი 200 გრადუსზე.
ყაბაყი კარგად გარეცხე, გაამშრალე და დაჭერი თხელ, თანაბარ ნაჭრებად, ჩაყარე ჯამში, მოასხი 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, კარგად ამოურიე და დაალაგე საცხობ ფირფიტაზე, რომელსაც წინასწარ დააფენ საცხობ ქაღალდს. დაალაგე მხოლოდ ერთი ფენა ყაბაყის რგოლები, მოაყარე მარილი, პილპილი და ხმელი ბაზილიკი ან ნებისმიერი სანელებელი. შედგი ღუმელში. როდესაც ზედა მზარე შეწითლდება, ამოატრიალე. გამოაცხვე 30-40 წუთის განმავლობაში. 

ტკბილი კარტოფილი გარეცხე და კანიანად დაჭერი ძალიან თხელ, თანაბარი ზომის ფირფიტებად. გადაიტანე ჯამში და მოასხი 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, კარგად აურიე, რომ ყველა მხრიდან დაიფაროს ზეთით. დაალაგე საცხობ ფირფიტაზე ერთ ფენად. მოაყარე მარილი, ახალდაფქული შავი პილპილი და ხმელი ორეგანო. გამოაცხვე 200 გრადუსზე 30-40 წუთი. ცხობის პროცესში გადააბრუნე ჩიფსები, ორივე მხრიდან რომ დაიბრაწოს.

სტაფილო გარეცხე, გათალე და დაჭერი თხელ რგოლებად, დაალაგე ფირფიტაზე, ფუნჯით გადაუსვი ზეთი ორივე მხრიდან, მოაყარე სასურველი სანელებლები და გამოაცხვე 200 გრადუსზე 30 წუთი ან შეწითლებამდე.