Search
Or
სმუზი შენი ენერგიული დღისთვის

სმუზი შეუცვლელი საუზმეა ჯანსაღი კვების მიმდევრებისთვის - ის შეიცავს ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო ვიტამინს, მარტივი მოსამზადებელია, ინგრედიენტების შეცვლა შენი გემოვნების და საჭიროების მიხედვითაა შესაძლებელი.
რა უპირატესობა გააჩნია სმუზის ახლადგაწურულ წვენებთან შედარებით? - ხილის და ბოსტნეულის დაბლენდერებისას შენს ჭიქაში მოხვდება ყველა სასარგებლო ნივთიერება - ვიტამინები, მიკროელემენტები, უჯრედისი; სმუზის მასა უფრო შესქელებულია, ვიდრე წვენის და მარტივად დაგანაყრებს; შიმშლის გრძნობა დიდხანს არ შეგაწუხებს; ხილის და ბოსტნეულის მიღება თხევად მდგომარეობაში, ორგანიზმისთვის მარტივი მოსანელებელია; სმუზი გეხმარება წონაში კლებისას.
მინერალური წყლის ბაზაზე მომზადებული სმუზი კი სხეულის დეტოქსისთვის საუკეთესო საშუალებაა, “ბორჯომის” უნიკალური მინერალების წყალობით ვაჯანსაღებთ ორგანიზმს და ვაძლიერებთ იმუნიტეტს.

იმისთვის, რომ დღე ენერგიულად დაიწყო, მოიმარაგე:
150 მლ “ბორჯომი”
120 გ მსხალი
100 გ ვაშლი
50 გ კიტრი
300 მლ ფორთოხლის ახლადგაწურული წვენი

ყველა ინგრედიენტი დააბლენდერე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დალიე მომზადებისთანავე ან 15 წუთის განმავლობაში. აივსე B ჯგუფის ვიტამინებით და იყავი ჯანმრთელი.