Search
Or
კომფორტული საკვები

ტერმინი “კომფორტული საკვები” პირველად 1966 წელს, აშშ-ში პალმ ბიჩ პოსტის სტატიაში გამოჩნდა. მას შემდეგ არაერთი კვლევა თუ წიგნი მიეძღვნა კომფორტულ კვებას.
კემბრიჯის ლექსიკონში ამოიკითხავთ, რომ კომფორტულია საკვები, რომელსაც ადამიანები ჭამენ უგუნებობის ან მღელვარების მომენტებში. საკვები, რომელსაც ნოსტალგიური ღირებულება აქვს, მარტივი მოსამზადებელია, გახსენებთ ბავშვობას - - ეს  ყველაფერი თქვენი პირადი კომფორტული საკვებია. ცნება ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის, არა მხოლოდ პირადი მოგონებების და გამოცდილების გამო, არამედ კულტურულ კონტექსტშიც. 
აშშ-ში ჩატარებულ ბოლოდროინდელ კვლევას თუ დავერყდნობით, მამაკაცებისთვის კომფორტული საჭმელი ასოცირდება ცხელ და მსუყე კერძებთან, მაგალითად სტეიკთან, წვნიანებთან და ა.შ, მაშინ როდესაც ქალებისთვის კომფორტული საკვებია შოკოლადი, ნაყინი და სხვა ტკბილეული.
მოდით, თვალი გადავავლოთ კომფორტულ კერძებს სხვადასხვა ქვეყნებში.
პომიდვრიანი ლობიო ტოსტის პურზე ან თევზი და ჩიპსი ბრიტანელების საყვარელი კომფორტული საკვებია. 
იტალია - კროსტინი ან ბრუსკეტა; მინესტრონე - ბოსტნეულის სუპი პასტით და ბევრი პარმეზანით; სპაგეტი ალა კარბონარა და აუცილებლად დესერტი - ტირამისუ - იდეალური დასასრულისთვის.
ხახვის სუპი კნატუნა პურით ნებისმიერ სტრესს დაავიწყებს აღელვებულ ფრანგს, ჭიქა ღვინოსთან ერთად, რა თქმა უნდა. დესერტად აუცილებლად დააყოლებს ჩაიში დასველებულ პატარა მადლენებს. 
ვენური შნიცელი - ავსტრიელების კომფორტული და საყვარელი კერძია.
ტიპური ამერიკელი უგუნებობას გრილზე შემწვარი ყველიანი ტოსტით ებრძვის. დესერტად ვაშლის ღვეზელს ვანილის ნაყინის ბურთით ან ერთ სუფრის კოვზ მიწისთხილის კარაქს დააყოლებს.
მისოს წვნიანი, მოჩი, ონიგირი, რამენი, ტემპურა თუ უდონი, ასე უმკლავდებიან სტრესს იაპონიაში.
სართველის კომფორტული და საყვარელი საჭმელი ალბათ ხაჭაპური, მჭადი და ყველი, კიტრის და პომიდვრის სალათი ან შემწვარი კარტოფილია.
რომელია თქვენი კომფორტული საკვები?