Search
Or
კვების უსაფრთხოება ზაფხულში

ზაფხული არაჩვეულებრივი დროა ქალაქგარეთ დროის გასატარებლად, აგარაკზე ბარბექიუს თუ პიკნიკების მოსაწყობად. ზაფხული ბაქტერიებისთვისაც ხელსაყრელი სეზონია, რადგან სიცხეში უფრო მარტივად მრავლდებიან. ცხელ დღეებში მნიშვნელოვანია დავიცვათ კვების უსაფრთხოების წესები, ამ პერიოდში საკვებით მოწამვლის საშიშროება ძალზე მაღალია. სამწუხაროდ არასდროს ვიცით საკვები დაბინძურებულია თუ არა ბაქტერიებით, რადგან ვიზუალურად და გემოვნური თვისებებით ამის განსაზღვრა თითქმის შეუძლებელია.

იმიტომ მნიშვნელოვანია დავიცვათ მარტივი წესები საკვების შენახვის, მომზადების და სერვირების დროს.

ტრანსპორტირებისას გამოიყენეთ ყინულის ქულერი ან ყინულის ფირფიტები, ხორცის გადატანისას მნიშვნელოვანია სიგრილის შენარჩუნება. უშუალოდ გამგზავრების წინ გამოიღეთ პროდუქტები მაცივრიდან და გადაიტანეთ ქულერში. 

გაყინული ხორცი თუ ბოსტნეული უნდა გალღვეს მაცივარში, მომზადებამდე 1-2 დღით ადრე და არა ოთახის ტემპერატურაზე. სითბოში გამლღვალ პროდუქტებში ბაქტერიები სწრაფად მრავლდება, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში. მომზადებამდე დარმწუნდით რომ ხორცი ბოლომდე გალღვა, რადგან შეწვისას გაყინული შიგთავსი უმი რჩება. სასურველია იქონიოთ თერმომეტრი, ასე უფრო მარტივად შეამოწმებთ ხორცის მზაობას.

თუ მზა საკვები დიდხანს უნდა გააჩეროთ სუფრაზე, უმჯობესია შეინარჩუნოთ ცხელ მდგომარეობაში, 60 გრადუსზე.

უმი თევზი, საქონლის, ქათმის, ღორის ხორცი და ბოსტნეული შეინახეთ სხვადასხვა კონტეინერებში, ასევე გამოიყენეთ სხვადასხვა დასაჭრელი დაფები და დანები. 
განაცალკევეთ უმი და მომზადებული პროდუქტები, გამოიყენეთ სხავდასხვა დაფები. უმ ხორცთან შეხების შემდეგ დაიბანეთ ხელი.

ხორცი დაამარინადეთ მაცივარში. უმ ხორცთან ერთხელ გამოყენებული მარინადები და სოუსები საკვებად უვარგისი ხდება ზაფხულის ცხელ დღეებში.
მორჩენილი მზა საკვები არ დატოვოთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათზე მეტ ხანს.
გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები უსაფრთხო დასვენებისთვის.