Search
Or
ბოსტნეულის და მწვანილის გაყინვის მეთოდი

ბოსტნეულის და მწვანილის გაყინვა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, რატომ უნდა გავყინოთ ბოსტნეული? - პირველ რიგში ეს სეზონურ ბოსტნეულზე ვრცელდება; მეორე მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ მარაგების შევსება, როდესაც ხშირად ვერ გავდივართ საყიდლებზე და რამდენიმე კვირის მარაგის გაკეთება გვიწევს; მესამე კი ზედმეტი პროდუქტის შენახვაა, რომელიც მოგრჩათ და ვერ აითვისეთ. ნებისმიერ შემთხვევაში ბოსტნეულის და მწვანილის გასაყინად რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ. 

სატაცური, სიმინდი, ბროკოლი, ყვავილოვანი და ბრიუსელის კომბოსტო, ისპანახი, კეილი, მწვანე ბარდა იდეალურად იყინება. სტაფილო, ნიახური, ხახვი, ბულგარული წიწაკა, გოგრა ექვემდებარება გაყინვას, თუმცა, მაცივარშიც დიდხანს ინახება.

ბოსტნეულის საყინულისთვის მომზადება რამდენიმე ეტაპისგან შედგება: ბლანშირება, გაგრილება, შეფუთვა. 

რა არის ბლანშირება და რატომ ვხარშავთ ბოსტნეულს გაყინვამდე? - მოყინვა აზიანებს უმ ბოსტნეულში არსებულ უჯრედებს, გალღვობის შემდგომ ბოსტნეული რბილია და სითხეს გამოყოფს. ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად ბოსტნეული უნდა მოიხარშოს 2-3 წუთი წყალში ან ორთქლის აბაზანაზე, გაგრილდეს და შეიფუთოს ყინვაგამძლე კონტეინერში ან ჩამკეტიან პარკში. მეორე ვარიანტია - ბლანშირებული ბოსტნეულის გაყინვა ლანგარზე სათითაოდ და შემდეგ გაერთიანება კონტეინერში, ამ შემთხვევაში, ყველა ნაჭერი ცალკეა და გამოსაყენებლად მარტვივია.  

 ასეთი მეთოდით შენახული ბოსტნეული ინარჩუნებს ვიტამინებს, ხახსასა ფერს და სიხრაშუნეს.

მწვანილის გაყინვა შეიძლება ზეთში ან ყინულის კუბებად. დაჭერით მწვანილი, ჩადეთ ყინულის მოსამზადბელ კონტეინერში, შეავსეთ ¾ და კარგად ჩატკეპნეთ, დაასხით მდუღარე წყალი და გაყინეთ, გაყინული კუბები გადაიტანეთ კონტეინერში. ასეთი მეთოდით შეგიძლიათ გაყინოთ რეჰანი, ბაზილიკი, ქინძი, ოხრახუში.