Search
Or
გაყინული თევზი - გალღობის სწორი ტექნიკა

თევზის სწორად გაყინვის ხერხით მისი ხარისხი მაქსიმალურად შენარჩუნებულია.
რაში მდგომარეობს სწორი გაყინვა? როდესაც იჭერენ თევზს, ან გემბანზევე მუშავდება ან პორტთან არსებულ სპეციალურ დაწესებულებაში, რათა მაქსიმალურად იქნეს შენარჩუნებული ყველა დადებითი თვისება.
გაყინული თევზის შეძენისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მაცივარს , რომ არ ჰქონდეს ე.წ. "თოვლი" კედლებზე, თუ ასე მოხდა ე.ი. არასწორ ტემპერატურაზე ინახება.

აუცილებელია თევზი არ იყოს უკვე გამლღვალი და მეორედ გაყინული. ასეთ თევზს ახასიათებს მუქი (და არა ხასხასა) ფერის ან მოყვითალო კანი, მოღუნული კუდი, დეფორმირებული ტანი და არასასიამოვნო სუნი.

მეთევზეები ხშირ შემთხვევაში ბოროტად იყენებენ იმ ფაქტს, რომ ბევრმა არ იცის თევზის ცნობა და წყლიან თევზს ყინავენ, რაც არამარტო წყლის წონას უმატებს თევზს, არამედ პოლიფოსფატებს (მავნე ქიმიკატებს). დააკვირდით, რომ პროდუქტებს გარსზე სქელი ყინული არ ქონდეს, აგრეთვე არ იყოს არაბუნებრივად პრიალა.
უმჯობესია თევზი იყოს ვაკუუმშეფუთვაში და ჰქონდეს "შოკური გაყინვის„ ნიშანდება.

რაც შეეხება თევზის გალღობას მომზადებამდე, იმისთვის, რომ პროდუქტს არ დავუკარგოთ დადებითი თვისებები აუცილებლად დაიცავით შემდეგი წესები:

• საყინულედან გამოღებული თევზი 10 წუთით ჩადეთ ცივ გამდინარე წყალში (არავითარ შემთხვევაში არ მიაკაროთ თბილი ან ცხელი წყალი)

• შემდგომ შეამშრალეთ პროდუქტი ხელსახოცით და 18-24 საათის განმავლობაში დატოვეთ +6 გრადუსზე მაცივრის მეორე განყოფილებაში.

• მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ მისი მომზადება

 

 

ჩვენი მოწვეული შეფის #საბასრჩევები