გახსენი
ჩვენი ტრადიციის პირველი ნაწილი ერთგვარი მოპატიჟებაა — ქართული სტუმართმასპინძლობის ერთ-ერთი განსახიერება. სუფრა ბორჯომის გახსნით იწყება და ბუნებრივ მადისაღმძვრელად გვევლინება. მინერალური წყალი ამზადებს ჩვენს რეცეპტორებს კერძების დასაგემოვნებლად.


ისიამოვნე
ბორჯომის დალევის შემდეგ თითოეული კერძი უფრო გემრიელი, ხოლო გემოები უფრო ინტენსიური ხდება. ბორჯომი გვეხმარება ვისიამოვნოთ გაშლილი სუფრით, დავაგემოვნოთ მრავალფეროვანი კერძები და ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად დასამახსოვრებელი მოგონებები შევქმნათ.


შეიგრძენი სიმსუბუქე
ტრადიციის დამაგვირგვინებელი ნაწილი ბორჯომის უნიკალური თვისებაა. არ აქვს მნიშვნელობა, მსუბუქად წავიხემსებთ თუ მძიმე საკვებს მივირთმევთ, ბორჯომი თავისი ბუნებრივი შემადგენლობით და 60-ზე მეტი უნიკალური მინერალით, გვაგრძნობინებს სიმსუბუქეს ყველანაირი კერძის შემდეგ.


ჩვენი შეფები და მასპინძლები
გაეცანი საუკეთესო შეფების კულინარიულ ისტორიებს და აღმოაჩინე გამორჩეული რეცეპტები













შეფ-მზარეული
ლუკა ნაჭყებია
ჩვენს გარშემო ყველაფერი მოქმედებს ფიზიკისა და ქიმიის კანონების ფარგლებში, ამიტომ ჩემთვის კულინარია მეცნიერების შედეგია. მეც მეცნიერი ვარ, სურსათის ტექნოლოგი და ვცდილობ ორგანული ქიმიის, ბიოქიმიისა და ფიზიკის საშუალებით შევქმნა ხელოვნების ნიმუში სამყაროში - გემრიელი კერძი. თუმცა მეცნიერების გარდა კულინარიაში ბევრი ემოციაც არის.ვცდილობ ჩემი კერძებით აღვძრა ემოციები, ცნობისმოყვარეობა და ღრმად ჩაბუდებული მოგონებები. სწორედ ამას ვუზიარებ ჩემს სტუდენტებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში.





























































































