Search
Or
ბუნებრივი საღებავები

ასეთი ორიგინალური ფერების მიღება ბუნებრივი, საკვებში შემავალი საღებავებითაა შესაძლებელი, ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტებით.
ლურჯი ფერის მისაღებად აიღეთ ½ თავი იისფერი კომბოსტო, დაჭერით თხელ ნაჭრებად, ჩადეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთი. დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი მარილი და 2 ჩაის კოვზი თეთრი ძმარი. გააგრილეთ, სითხე გადაწურეთ შუშის ღრმა ჭურჭელში, კომბოსტო აღარ დაგჭირდებათ. სითხეში ჩაალაგეთ წინასწარ მოხარშული კვერცხები და დააყოვნეთ 30-40 წუთი. აჭრელებული ეფექტის მისაღებად, კვერცხს შეღებვამდე ქაღალდის ხელსახოცით ადგილ-ადგილ წაუსვით კარაქი, შემდეგ ჩადეთ შესაღებად. როდესაც სასურველ ფერს მიიღებთ, ამოიღეთ და შეაშრეთ ქაღალდის ხელსახოცით.
 
კვერცხს ყვითელი ფერი რომ მივცეთ, უნდა მოვხარშოთ სანელებელ კურკუმასთან ერთად - 2 სუფრის კოვზი კურკუმა და 2 ჩაის კოვზი ძმარი აურიეთ 500 მლ. წყალში. მოხარშეთ კვერცხი 15-20 წუთი. ხარშვის შემდეგ კვერცხი დატოვეთ ქვაბში 20 წუთით. ფრთხილად ამოიღეთ და შეაშრეთ. იმუშავეთ ხელთათმანით, კურკუმას საკმაოდ მდგრადი ფერი აქვს. 
გახსოვდეთ, მოხარშული კვერცხი საკვებად ვარგისია 1 კვირამდე, აუცილებელია მაცივარში შენახვა.