Search
Or
სუჯუხი


სუჯუხის წარმომავლობაზე  ბევრს კამათობენ - ოფიციალურად სომხური ძეხვია, რომელიც ადგილობრივი წარმოების ინგრედიენტებისგან მზადდება და განსაკუთრებული გემო აქვს.

სომხური სუჯუხის გემო ყველა ძეხვისგან განსხვავდება. ამის მიზეზი კონიაკია, რომელიც მისი მთავარი შემადგენელი ნაწილია. სწორად კიანიაკში  უნდა დავაბასტურმოთ  წვრილად დაკეპილი ხორცი, დავუმატოთ  სანელებლები, მარილი, შაქარი და 24 საათით მაცივარში შევდგათ.  ამ დროის განმავლობაში, მაცივარში ჯადოსნური პროცესი მიმდინარეობს.
ხორცი სითხეს იწოვს და მასში  ყველა გემო ერთიანდება.

მისი შემადგენლობაა:
საქონლის ხორცი
საქონლის ცხიმი
მარილი
შავი პილპილი
სურნელოვანი პილპილი
 
 მაცივრიდან გამოღებული, კონიაკით გაჟღენთილი ფარშით საქონლის ნაწლავები უნდა ამოვავსოთ. ზუსტად ისე, როგორც კუპატის მომზადებისას. თუმცა, კუპატისგან გასხვავებით, სუჯუკს შებოლვა არ სჭირდება. ის დაფაზე უნდა დავალაგოთ, ზემოდან სიმძიმე დავადოთ და აივანზე გავდგათ.  სიცივეში 1 დღე-ღამე უნდა გაატაროს. მერე, ამოვაბრუნებთ და იგივე დროით დავტოვებთ აივანზე. ამის შემდგომი ეტაპი გამოშრობაა. სოჯუხს ვკიდებთ ორპირში და დაახლოებით 15-20 დღის განმავლობაში არ ვეკარებით. თუ  გარეთ ძლიან ცივა და ძეხვი ნესტიანდება, სახლში შემოვიტანთ და მის გამოშრობას ოთახის ტემპერატურაზე განვაგრძობთ.