Search
Or
მედიტერანული დიეტა


ასობით კვლევამ აჩვენა, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ჯანმრთელები არიან, ნაკლებად ავადდებიან სიმსივნით და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, რაც აქტიური ცხოვრების წესის და კვების დამსახურებაა. მართალია, ყველა ქვეყანაში განსხვავებული სამზარეულოა (ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია, საფრანგეთი), მაგრამ მათი კვებითი ჩვევები ძალიან წააგავს ერთმანეთს. 
არ არსებობს კონკრეტული წესები, არ ვითვლით კალორიებს, არსებობს პრინციპები, რომელთა დაცვით შეგვიძლია ვიკვებოთ მსგავსად, შევინარჩუნოთ წონა, გავიჯანსაღოთ სხეული და გონება.
ამ დიეტაში მცენარეული საკვები ყველაზე მნიშვნელოვანია, კვების რაციონი უმეტესად ბოსტნეულისგან შედგება. ასევე აუცილებელია პარკოსნების, თხილეულის და ხილის მიღება ყოველდღიურად.
არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი, რომელიც მთელ რეგიონში ფართოდ გამოიყენება და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამზარეულოს აუცილებელი ინგრედიენტია.
თევზის და ზღვის პროდუქტების მიღება სასურველია კვირაში მინიმუმ ორჯერ. ქათმის ხორცი და კვერცხი დასაშვებია ზომიერად.
საქონლის და ღორის ხორცი შეზღუდულია, თუმცა არა აკრძალული. ხორცის  ულუფა აუცილებლად დაბალანსებულია ბოსტნეულით. 
რძის პროდუქტები მიღებულია ზომიერად. რაფინირებული შაქრის და ფქვილის მოხმარება დაყვანილია მინიმუმამდე. აქტიურად გამოიყენება სრულმარცვლოვანი ფქვილი.
პროდუქტი ყოველთვის საუკეთესო ხარისხისაა, ორგანული და ნატურალური.
ღვინის გარეშე წარმოუდგენელია მედიტერანული ვახშამი. 1-2 ჭიქა ღვინო დასაშვებია ყოველდღიურად.