კეცის შესახებ ქართულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ბევრი რამ იციან. კეცი აქ სამუზეუმო ექსპონატია. დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ, სხვადასხვა რეგიონში, სხავდასხვა ეპოქაში დამზადებული კეცის ნაირსახეობა დაათვალიეროს. ამ ჭურჭლის წარმომავლობისა და მისი ტექნოლოგიის განვითარების შესახებ ინფორმაცია, სწორედ, ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა შემოინახა.
კეცი ორი სხვადასხვა მასალისგან მზადდება. გურიაში მას ქვისგან თლიან. იმერეთის მაღალმთიან სოფლებში - შროშაში, მაქათუბანში და საწამლეში ამ ჭურჭლს უძველესი ტექნოლოგიით, თიხისგან ქმნიან. ქვისა და თიხის კეცი ერთმანეთისგან ზომითა და თერმორეგულაციის სისტემით განსხვავედება. ჩვენი წინაპრები მას ცომეულის გამოსაცხობად იყენებდნენ. ის, თანაბრად ანაწილებს სითბოს, ამიტომ კეცის ხაჭაპურს სულ სხვა გემო აქვს.
დროთა განმავლობაში, კეცის გამოყენება სხვა კერძების მოსამზადებლადაც დაიწყეს. მათ შორის, ყველაზე გამორჩეულია შქმერული კეცზე.
მის მოსამზადებლად, 1 ცალი საშუალო ზომის ქათამი, 4 კბილი ნიორი, არაჟანი და მარილი დაგჭირდებათ.
მარილწასმულ ქათამს დაბრაწავთ. გაჭრით შუაზე. მის შემწვარ ცხიმს დავამატოთ წყალგარეული არაჟანი და დანაყული ნიორი. სითზე მოვათავსოთ კეცზე. წამოვადუღოთ და მოვასხათ ქათმის ხორცს.