Search
Or
რატომ "უყვარს" პასკას სიჩუმე

სააღდგომო პასკის მოსამზადებლად საჭიროა განსაკუთრებული განწყობა, რადგან ცუდ ხასიათზე ყოფნისასპ პასკა შეიძლება არ გამოვიდეს ისეთი, როგორიც უნდა იყოს - ცომი არ ამოვიდეს, მიიწვას ცხობის დროს და ა.შ. 
ითვლება, პასკის ცომის დაყენებისას არ შეიძლება ხმამაღლა ლაპარაკიც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში პასკა შეიძლება არ "ამოვიდეს" და აღდგომის მთავარი კერძი ვეღარ დაამშვენებს ჩვენს სუფრებს.

პასკის ცხობის უამრავი რეცეპტი არსებობს, ალბათ ყველაზე ტრადიციული პასკის შემადგენლობაში შედის - 500 გრ. ფქვილი, 200 გრ. შაქარი, 250 გრ. კარაქი, 5 კვერცხი, მშრალი საფუარი, ლიმონის წვერი, მარილი და სუნელები. საფუარი ნელდება თბილ წყალში იქამდე, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას, რომელშიც შემდგომ ემატება ერთი სუფრის კოვზი ფქვილი.
ყველა ინგრიდიენტი ერთად ზავდება და იდგმევა სითბოში იმისთვის, რომ საფუარმა იმოქმედოს და ცომი გააფუოს. ამ დროს დარჩენილი ფქვილისგან და შაქარისგან მზადდება ოპარა, მასში ნელ-ნელა ემატება კვერცხცი, ოპარის უწყვეტი მორევით.
აუცილებელია, რომ კარაქი წინასწარ დავარბილოთ, მაგრამ არ გავადნოთ, დავამატოთ ცომს, კარგად მოვურიოთ და შევდგათ მაცივარში 8 საათით. მაცივრის შემდეგ ცომი ისევ სითბოში ინახება.

კარგი ცომი, უნდა იყოს ფაფუკი, რასაც ხელს უშლის ნებისმიერი სახის ვიბრაცია, რომელიც გამოიცემა ხელსაწყოებით, მოძრაობით, ორპირით და რაც მთავარია, ვიბრაცია რომელიც გამოიცემა საუბრით და ხმაურით.

საუბრის და ხმაურის ზემოქმედება სულაც არ არის საიდუმლო, ეს უბრალოდ ფიზიკის კანონია. ვიბრაცია ავნებეს ცომის სტრუქტურას და არ აძლევს საშუალებას ჰაერის ბუშტუკებს განაწილდნენ თანაბრად. პასკა, რომელიც მომზადდება არასწორად "ამოსული" ცომისგან იქნება მაგარი, გულში დაიგროვებს ნესტს და სწრაფად გახმება.

 

Expret Advices