Search
Or
საკვები კონსერვანტების მოქმედება

დღესდღეობით უმეტესი პროდუქტის შემადგენენლობაში ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ კონსერვანტებს, საღებავს, გემოს გამაძლიერებლებს, რომლებიც მიმართულია შენახვის ვადის გახანგრძლივებისკენ და ადამიანში დამოკიდებულების განვითარებისკენ.

ძალიან რთულია პროდუქტის პოვნა, რომლის შემადგენლობაშიც არ არის Е ინდექსი. თუმცა ყველა Е არ არის მავნებელი.  მაგალითად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა Е100, Е363, Е504, Е250, Е251 და Е252. ყველა დანარჩენი კონსერვანტი, ასე თუ ისე, ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას.

მაგალითად, საკვები კონსერვანტი Е (Е2), რომელიც ახანგრძლივებს პროდუქტის შენახვის ვადას, ხელს უწყობს ქვების განვითარებას თირკმლებში და ნაწლავის ზოგიერთი პრობლემის გაჩენას. ეს კონსერვანტები რთულად გამოდის ორგანიზმიდან და ახდენენ უარყოფით ზეგავლენას დიდი დროის განმავლობაში.

გემოს და სუნის გამაძლიერებელი Е (Е6) იმიტირებს პროდუქტის სიახლეს, რომელიც მას დაკარგული აქვს ქარხნული დამუშავებისას. ეს კონსერვანტებიც რთულად გამოდის ორგანიზმიდან, არ ნელდება და იწვევს ანთებით პროცესებს, ხოლო თუ ადამიანი არ მოიხმარს წყლის დღიური ნორმის დოზას,  Е6-ს შეუძლია სისხლის შედედება, რაც ორგანიზმისთვის ყოველელთვის კარგი არ არის.

საღებავის და კონსერვანების გარდა, მავნე ნივთიერება პროდუქტში შესაძლოა მოხვდეს მისი დამუშავების დროს, მაგალითად, ბინძური ჭურჭლიდან, ან შხამ-ქიმიკატებიდან, რომლებიც გამოიყენება სხვა დანიშნულებით.

სანერვიულო არაფერია, დღევანდელი წარმოება და სავაჭრო პროცესი მკაცრად კონტროლდება, მოწმდება ყველა საჭმელი და სასმელი, რომელიც გამოდის ქარხნიდან. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაბალანსოთ ჩვენი კვება იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები მავნე ნივთიერება მივიღოთ და, თუ მივიღეთ, ხელი შევუწყოთ ორგანიზმს მის გამოყვანაში. მნიშვნელოვანია ჯანსაღი პროდუქტის მოხმარება, რომელიც არ შეიცავს არც კონსერვანტებს, არც საღებავებს და არც გემოს გამაძლიერებლებს. 

Expret Advices