Search
Or
თეთრი პილპილი

თეთრი პილპილი ბოტანიკურად არის იგივე, რაც შავი პილპილი, თუმცა მისგან განსხვავდება მიღების და დამუშავების ტექნოლოგიითა და წესებით, რომელიც შემუშავებულია ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. თეთრი პილპილი მიიღება მხოლოდ გადამწიფებული პილპილისგან, როცა ის უკვე წითელია და მარტივად წყდება მტევანს, რაც ნიშნავს იმას, რომ თეთრი პილპილის მისაღებად საჭიროა უფრო მეტი ლოდინი.
პილპილის კაკლებს წყალში ალბობენ. საკმარისი ფერმენტაციის შემდეგ, მოწითალო შავი ფერის ნაჭუჭი მარტივად ძვრება ნაყოფის გულს.
ზუსტად ეს ნაყოფის გული არის თეთრი პილპილი, რომელიც ნაკლებად ცხარეა შავ პილპილთან შედარებით და უფრო მეტად არომატული. 
თეთრი პილპილის ხანგრძლივი დროით შენახვა არ არის რეკომენდირებული. 

Expret Advices