Search
Or
ცხიმი აუცილებლობა ჩვენს ორგანიზმში

ხშირად ვცდილობთ მოვერიდოთ ცხიმიან საკვებს, რა თქმა უნდა, ზედმეტი არაფერი ვარგა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ზომიერების შესახებ. ზოგი თვლის, რომ თუ პროდუქტის შემადგენლობაში არ არის ცხიმი - ეს კარგია.
უცხიმო დღის რაციონი მხოლოდ პრობლემებამდე მიგვიყვანს, ვინაიდან ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ცილა, ნახშირწყლები და ცხიმიც. უფრო მეტიც, მათი საშუალო პროპორციულობა ასე უნდა გამოიყურებოდეს - 1:4:1 (თუმცა ყველა ადამიანს სჭირდება თავისი ინდივიდუალური პროპორციები). აუცილებელია რომ დავიცვათ ეს პროპორციები და არ გადავაჭარბოთ არც ერთი ნივთიერების მიღება, სხვაზე უფრო მეტად, თუმცა საერთოდ უარის თქმა რომელიმეზე - არ შეიძლება.

ორგანიზმში ცხიმის როლი პირდაპირ უკავშირდება ენერგიის რეზერვუარებს.
როდესაც ორგანიზმში არსებულ ცხიმი "იწვება", ცხიმის უჯრედი არსად არ მიდის. არც კუნთოვან ქსოვილებში მიდის და შემდეგ იქ "იწვება" და არც წყალთან ერთად გამოდის ორგანიზმიდან. 

მაგალითდ, საშუალოდ ზრდასრული მამაკაცი 60 000 - 100 000 კილო კალორია ენერგიას ინახავს ორგანიზმის ცხიმოვან უჯრედებში. ამ ენერგიის გათავისუფლებას კი, წინ ორგანიზმის მიერ ენერგიის მოთხოვნილება უძღვის. ორგანიზმს ესაჭიროება ენერგია იმიტომ, რომ საჭმლიდან იმაზე ნაკლებ ენერგიას ვიღებთ ვიდრე დღის განმავლობაში ვხარჯავთ. ამ დროს გამოიყოფა ჰორმონები და ენზიმები, რომლებიც სიგნალს აძლევენ ცხიმოვანი უჯრედებისგან შემდგარ ცხიმის რეზერვებს და ცხიმიც გამოიყოფა.

სწორედ ამიტომ, მთავარია ცხიმის სწორი ბალანსის შენარჩუნება ორგანიზმში და ზოგადად კვებასთან ერთად ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების სტილის დამკვიდრება.

Expret Advices