ამბობენ, რომ ვაშლის სიმჟავე ძალიან უხდება სალათებს. რატომაც არა, ვაშლის არომატი, მასში შემავალი მჟავა და ვიტამინები სალათს უფრო გააგემრიელებენ და გააჯანსაღებენ.
გთავაზობთ ვაშლის მსუბუქი სალათის მარტივ რეცეპტს, რომლისთვისაც დაგჭირდებათ:
2 მწვანე ვაშლი
100 გრ. - ფეტას ყველი
40 გრ. - ნიგოზი
50 გრ. - მოცვი
100 გრ. - სალათის ფოთოლი
ვაშლი დაჭერით სასურველ ნაჭრებად, კანი არ გააცალოთ. შეურიეთ გარეცხილი სალათის ფოთოლი, დაამატეთ მოცვი და ნიგოზი. ზემოდან დააფშვნიტეთ ფეტას ყველი.
გემრიელად მიირთვით.