Search
ან
გამშრალი პომიდორი

ოდნავ იტალიური ელემენტები ქართულ სამზარეულოსაც მოუხდება. განსაკუთრებით იმ კერძებისთვის, სადაც ვიყენებთ პომიდორს. თუ არ ვიყენებთ, გირჩევთ გამოიყენოთ ყველგან, სადაც კი მოუხდენთ. გააშროთ პომიდორი - ეს იგივეა რაც გააკეთოთ საწებელი. 
პროცესს ვერც რთულს და ვერც მარტივს დავარქმევთ, მთავარია იქონიოთ მოთმინება.

პომიდორს ამოუჭერით ბოლოები, გაჭერით შუაზე, მოაყარეთ ოდნავ მარილი, რეჰანი და ორეგანო გემოვნებით. მოათავსეთ შუშის, ხის ან კერამიკულ ზედაპირზე. დატოვეთ მზეზე მთელი დღით. დაიცავით მარლისებრი ბადით მწერებისგან და შედგით ოდნავ შემაღლებულზე. საღამოობით და უამინდობაში შეგიძლიათ შეიტანოთ შინ. კარგი მზის და ვენტილაციის პირობებში, პომიდორს დასჭირდება 3 სრული დღე. ზოგი მათგანი შეიძლება უფრო მალე გაშრეს, ვიდრე სხვა, ამიტომ შეგიძლიათ აკრიფოთ ეტაპიბრივად. 

არსებობს ღუმელში გამოშრობის მეთოდი, რისთვისაც საჭიროა 12 საათი და 80-100 გრადუსიანი ტემპერატურა. ღუმელის კარი ოდნავ ღია უნდა დატოვოთ, რომ ტენმა აორთქლება შეძლოს.

გამშრალი პომიდორი შეინახეთ შუშის ქილაში რამდენიმე თვით, ან შეინახეთ ნატურალურ ზეთში 1 წლამდე. შესაძლოა ასევე მათი მაშრალად გაყინვა. 
 

თეგები

ექსპერტის რჩევები