ალბათ ყველამ იცის, რომ პატარების გამოკვება, თუ ჯანმრთელ საკვებზე ვისაუბრებთ, საკმაოდ რთული ამოცანაა.
ბავშვები თითქოს ილტვიან და მიისწრაფენ „ცუდი“ საჭმლისკენ, რომელიც სულაც არ არის მათთვის სასარგებლო, იგულისხმება ფასტ-ფუდები და სასუსნაოები.
მიუხედავად იმისა, დაკავებული ხართ თუ არა, გთავაზობთ რამდენიმე იდეას, თუ რა შეიძლება ჩაულაგოთ სადილის ყუთში თქვენს პატარებს, სანამ სკოლაში გაუშვებდეთ.
1. მარტივი ტოსტი - მოხალული პური მცირე ზეთთან ერთად, სალათის ფოთოლი და ყველის ნაჭერი. ამ ყველაფერს უხდება პომიდორიც. ეს ჩიზბურგერის ან ჰამბურგერის ნამდვილი და ბევრად უფრო ჯანსაღი ალტერნატივა.
2. ხილი - არ დაგავიწყდეთ და არ დაიზაროთ შეიძინოთ სეზონური ხილი. დაელოდეთ ნამდვილ სეზონს, ეცადეთ რომ პროდუქტი იყოს მაქსიმალურად ნატურალური. არ შემოიფარგლოთ მხოლოდ ხილის 1 (ან/და ბოსტნეულის) მხოლოდ ერთი სახეობით.
3. რძის პროდუქტები - ეცადეთ, რომ სადილის ყუთში მოათავსოთ ისეთი რძის პროდუქტი, რომელიც ბავშვს ყველაზე მეტად უყვარს. საუკეთესოა - ხაჭო, კვერცხი, მაწონი. უკანასკნელ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს იოგურტი. ასევე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სახლის იოგურტის რეცეპტი აქ.
4. სხვა - კენკრა, ნიგოზი, ნუში, თხილი, გარჩეული მზესუმზირა, სეზამის მარცვალი და ბევრი სხვა სასარგებლო სასუსნაო - საკმარისია ერთი მუჭა მაინც, და ეს მრავალფეროვანი გემრიოლობები თქვენ შვილს თითქმის ყველა სასარგებლო ნივთიერებით დამუხტავენ და მისცემენ მთელი დღის ენერგიას.
არ დაგავიწყდეთ ეს ყველაფერი გააფორმოთ ლამაზად და ესთეტიურად, რომ ბავშვებმა საკვები უფრო მეტი ხალისით მიიართვან.