Search
Or
მარტივი იდეა ლანჩისთვის - კალმახის ფილე

ხართ თევზის მოყვარული და გგონიათ, რომ სუზმისთვის სამსახურში თქვენი ლანჩის ყუთში თევზს ვერ ჩადებთ? ჩვენი რეცეპტი შეგიცვლით წარმოდგენას იმაზე, რომ თევზის "სუნით" ვინმეს შეწუხება შეგიძლიათ. მოემზადეთ, თქვენ დაგჭირდებათ:

1 კალმახი
1/2 ლიმონი
30 გრ. ზეითუნის ზეთი
1 ნაჭერი სალა 
2 გრ. ორეგანო
2 გრ. რეჰანი
მარილი და პილპილი გემოვნებით. 
(ასევე გირჩევთ გარნირის მომზადებას, ბრინჯი, მოხრაკული ბოსტნეული ან კარტოფილი). 

კალმახი გაასუფთავეთ, გაჭერით სიგრძეზე და ამოაცალეთ ძირითადი ხერხემალი და ყველა ნეკნის ფხებიც. ცალკე პატარა ჭურჭელში გაწურეთ ლიმონი, შეურიეთ ზეთი და სუნელები. წაუსვით კალმახს ყველა მხრიდან. 
გააცხელეთ ტაფა და მოათავსეთ სალას ცხიმიანი ნაჭერი, ზემოდან დაადეთ კალმახი. 
შეწვით 4-4 წუთი ორივე მხრიდან, ნელ ცეცხლზე.

ოდნავ შეაგრილეთ და მიირთვით. თქვენ კალმახს ექნება გემრიელი თევზის სურნელი, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამაღიზიანებელი სხვებისთვის.

Expret Advices